კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.