დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
NCDC-ში აცხადებენ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
“მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა:
Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა)
Pfizer-BioNTech (პფაიზერი)
Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი)
Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3″, – აღნიშნულია ინფორმაციაში.