LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჰანტინგტონის დაავადების სიმპტომების გამოვლენის დროს ალგორითმი განსაზღვრავს

როდის იწყება საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა

დაპოსტა 2021/03/05-ში
A A
125
ნახვა
გაზიარება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიtანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა – პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულკს ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 5 მარტის მონაცემებით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 262-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

პატიმრობა შეეფარდა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

პატიმრობაში გაუშვეს მოქმედი მასწავლებელი, რომელიც 30 წლის წინ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მასწავლებელს ბრალდება რამდენიმე დღის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. შპს ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ....

დაწვრილებითDetails

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის...

დაწვრილებითDetails

პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

ზესტაფონში ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე  გარდაიცვალა . სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ზესტაფონის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან სიყვარულით, სიბრძნითა და ღირსებით განვლო საუკუნოვანი ცხოვრება...

დაწვრილებითDetails

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მთავარი

75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მზისა გაბეშია დიდი ხნის განმავლობაში მარტვილის ცენტრში, მერიის წინ, მარტო იდგა და პროევროპულ აქციებს მართავდა.

დაწვრილებითDetails

ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა, შედეგად დედა-შვილი დაშავდა
მთავარი

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული...

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით, მაგრამ გაძვირებას განაგრძობს. ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი ლითონი, 0.26%-ით გაძვირდა და თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 4 116 დოლარი გახდა. მცირედით გაძვირებულია ვერცხლიც და ამ...

დაწვრილებითDetails

ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ხონში, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
მთავარი

14 ნოემბერს 16:00 საათზე ხონის კულტურის ცენტრში ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. "ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნანა მჭედლიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ქართული კინოსა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"