LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მასიური მოწამვლა ოზურგეთში

როდის იწყება ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია

დაპოსტა 2021/06/03-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.

“პრიორიტეტული კატეგორიებია: 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 4) დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. 6) მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); 7) სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისათვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100, ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: 2021registracia@gmail.com. ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე ( 2021registracia@gmail.com) მოხდება ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) მიღება.

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად. მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება,” – აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ნინო კახიანიძე მძიმე სენს ებრძოდა. „უფალმა ნათელში ამყოფოს, ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...“ - წერს ემიგრანტების ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრაცია.

დაწვრილებითDetails

ავარია გურიაშია – ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვნები ისხდნენ

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
ავარია გურიაშია – ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვნები ისხდნენ
მთავარი

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - ინფორმაციას guria.tv ავრცელებს.   ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფლების ჯურუყვეთისა და ნიგვზინის კვეთასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში, მსუბუქ ავტომობილში ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

ჩამოიშალა მიწის მასა – სად იკრძალება მოძრაობა

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
კაცი სახლში შებრუნდა,  ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა – ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მთავარი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.   კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.   როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე...

დაწვრილებითDetails

“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე
მთავარი

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რა კრიმინალური დანაშაულიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა“. გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, თავად ეტლში ზის და მარცხენა...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
გონიოში ავარია მოხდა
მთავარი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა აფსაროსის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დამატებითი დეტალები  ჯერ უცნობია.  წყარო: აჭარა თაიმსი ფოტო: ხვიჩა ასამბაძე

დაწვრილებითDetails

ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა
მთავარი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში, 14 ივლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიემო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ე.წ "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ჩატარდა. „გიდასტურებთ, რომ საგამოძიებო სამსახური...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს
მთავარი

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს. „დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ: როგორ უნდა მოიქცეთ ამ და...

დაწვრილებითDetails

„გთხოვთ, დარჩით სახლში…“ – წყალდიდობის გამო, ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
„გთხოვთ, დარჩით სახლში…“ – წყალდიდობის გამო, ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მთავარი

აშშ-ში, ძლიერი წვიმით გამოწვეული მოულოდნელი წყალდიდობის გამო, ნიუ-იორკის მოქალაქეები, რომლებიც სარდაფის ტიპის ბინებში ცხოვრობენ გააფრთხილეს, რომ ბინების დატოვებისთვის მზად იყვნენ. ამასთან, წყალდიდობის გამო, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას nbcnews-ი...

დაწვრილებითDetails

“შენმა უეცარმა გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა” – ტარზან რობაქიძეს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“შენმა უეცარმა გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა” – ტარზან რობაქიძეს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

ტარზან რობაქიძეს ახლობელები ემშვიდობებიან. " შენმა უეცარმა გარდაცვალებამ თავზარი დასცა შენს ოჯახს, დედმამიშვილებს, მმეგობრებს, ახლობლებს , დიდი მონატრება და ტკივილი დაგვიტოვე მეზობლებს. რა ძნელი ყოფილა შენზე წარსულში საუბარი ყველაფრით გამორჩეულო,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"