LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
11% – 51% წინააღმდეგ, როგორია სოციალური უთანასწორობა საქართველოში

როდის დაიწყება დახმარებების გაცემა საქართველოში

დაპოსტა 2020/05/20-ში
A A
223
ნახვა
გაზიარება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების – სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამატებით, 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან ერთად, ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით. ასეთი ოჯახების რაოდენობა დღეს საქართველოში არის 21 000-ია. ამასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე, ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან და დღეის მდგომარეობით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა.

პრემიერ-მინისტრს შემოსავლების სამსახურმა წარუდგინა ინფორმაცია იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ, თუმცა კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური და რომლებსაც სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარის ოდენობით, დაეხმარება. მათ შესაბამისი კომპენსაცია მაისის ბოლოდან ეტაპობრივად ჩაერიცხებათ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ამ ეტაპზე თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ სპეციალურ ბაზაში 29 ათასი პირი დარეგისტრირდა, რომლებზეც კომპენსაციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დაიწყება.

სამუშაო შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ გამოწვევებსაც, რომელიც მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად გაუმარტივდეს ხელმისაწვდომობა ონლაინრეგისტრაციაზე და შესაბამისად, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებები უფრო სწრაფად გაიცეს, საქართველოს მასშტაბით მეტად აქტიურად იმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 70 ტერიტორიული ერთეული.

გაზიარება89

დაკავშირებული -პოსტები

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,...

დაწვრილებითDetails

სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.   ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, მათი სურვილი სკოლის დახურვის შემდეგ ბავშვები თერნალში არსებული პროფესიული კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. პოსტს სოციალირ ქსელში ეკა მახარაშვილი აქვეყნებს: ,,წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"