“ისე, როგორც ადამიანებს ერებსაც ძალიან ამშვენებს სიმდაბლე. აი, როგორია, როდესაც ადამიანი რაღაც წარმატებას მიაღწევს, ვთქვათ რაღაც თანამდებობაზეა, ან რაღაც წოდების ქვეშ არის, თუ ამით ამაყობს, მაცხოვრის ვირს შევადარებდი. იმიტომ რომ თუ რამე გვეძლევა ჩვენ, ღმერთისგან გვეძლევა და თუ რამე საამაყოა ჩვენში საამაყოა უფალი. ის, რომ ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევრები ვართ და ამიტომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია და ეს დროებითი წარჩინებულობა, თუ სხვა რაღაც, არ უნდა იტრაბახო, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თუ ერთ ადამიანში არის ულამაზო, როცა მდაბალი არა ხარ და ამპარტავანი ხარ, ზესთამჩენი ხარ, ზევიდან უყურებ ყველაფერს, მით უმეტეს ერები და ჩვენი ერიც მდაბალი უნდა ვიყოთ.
ასევე დიდი ერები, რომ არიან დიდი ერები თუ დიდი იმპერიები, ისინიც უნდა გამოხატავდნენ სიმდაბლეს, არ შეიძლება, როცა ერთმანეთთან ურთიერთობები გვაქვს, ისე მოვექცეთ, როგორც ვიქცევით ხოლმე -დიდმა ჩათვალოს ვიღაცა პატარაა და ზემოდან უყუროს.
ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, აბსოლუტურად ყველა, ადამიანი იქნება, თუ ერი იქნება და ამიტომ არავის არა აქვს უფლება ერთმა მეორე დაჩაგროს, ან ერთმა მეორეზე, რაღაცა ზედმეტი მოინდომოს.
ამიტომ ჩვენც ქართველებს სიმდაბლე გვმართებს, მაგრამ ასევე ყველას მოეთხოვება ჩვენთან თანასწორი ურთიერთობები და ჩვენ, არა ვართ ის ერი, ამდენი წელია, ქრისტემდეც და ქრისტეს სარწმუნოება რაც შემოვიდა, არასდროს დაგვითმია, ჩვენ შინაგანად ყოველთვის დამოუკიდლები ვიყავით და ყოველთვის თავისუფლები, თუ დაგვიპყრობდნენ, მაინც ვნარჩუნებდით იმ თავისუფლებას და კაცობას არ გადავდიოდით და მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დაბადებულები ვართ.
თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო ეს იყო ჩვენი ერი. იმის მერეც, რაც უკვე გამოვეყავით, ჯერ რუსებმა მოგვიწყვეს თბილისის ომი, შემდეგ, იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონში ომები, შემდეგ მაგასაც არ დაჯერდნენ და 2008წლის ომიც. რა უნდა გააკეთოს მეტი საქართველომ , რომ აქეთ ვიღაცა უსინდისო ადამიანებმა შიგნით, თუ გარეთ რუსი არ გიძახონ. აბსოლუტურად 20% ჩვენი მიტაცებულია და ამიტომ ფრთხილად ვართ, ყველასთან ფრთხილად ვართ. რატომ არის 20% მიტაცებული, იმიტომ, რომ რუსეთთან ჩამოშორება გადავწყვიტეთ ჩამოვშორდით და როდესაც ევროკავშირზე და ნატოზე მიდიოდა საუბარი იცით, რომ შეგვიტიეს, 5 დღეში ყველაფერი დამთავრდა და გადაყლაპეს, ეს ჩვენი ტკივილი გადაყლაპეს, მანამდეც ჩვენი ტკივილები გადაყლაპეს.
მე მინდა კარგად იცოდეს ყველამ , რომ ჩვენ გვინდა ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება ამერიკა, თუნდაც მტრები საუკუნოდ არ არიან და ოდესღაც რუსებთანაც, რაღაც ურთიერთობა უნდა დამყარდეს, ასევე, ჩვენს ირგვლივ მეზობლებთან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან. ჩვენ დღეს უნდა განვვითარდეთ და თუ შევალთ ევროკავშირში, თუ უფრო კარგ კავშირებში შევალთ, მაგას ღმერთი გვაჩვენებს, უნდა ვიყოთ ისე, რომ ეკონომიკურად ძლიერები უნდა ვიყოთ და შინაგანად თავისუფლები, ამიტომ ისე უნდა მოგვეპყრან, რომ დაგვეხმარონ ამ თავისუფლებისკენ, ეკონომიკურ ძლიერებისკენ სიარულში, სხვა ერებიც, თორემ რა არის, უცხოეთიდანაც გველაპარაკებიან, აქაც ლაპარაკობენ.
ქართველი ხალხი არ არის დაყოფილი ან პარტიებად ან რამედ, ქართველი ხალხი ყველა ვართ, აბსოლუტურად 100% ჩვენი საქართველოს მოსახლეობის. არავის და უცხოელს მით უმეტეს, უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს.
მე ვთხოვდი უცხოეთს, რომ აბსოლუტურად სწორად მოგვექცნენ, შეხედონ აქ როგორ ვუყურებთ სიტუაციას იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა გვინდა, იმისთვის, რომ თავისუფლება გვინდა, ჯერჯერობით 20% წართმეული გვაქვს ტერიტორიების და იმასაც დავიბრუნებთ. უნდა მოვძლიერდეთ, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ ერთმანეთი და აბსოლუტურად, თუ სიყვარული გვექნება ერთმანეთში, ჩვენი აფაზი ძმები და ოსი ძმებიც, მოვა დრო და დაგვიბრუნდებიან, თუ ასე მოვიქეცით და ასე ვიყავით ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, რატომ მოინდომებენ ისინი ჩვენთან ყოფნას? ამიტომ ვის საქმეს ვაკეთებთ, ხომ საბოლოო ჯამში, ვითომ ქართული საქმე კეთდება და როდესაც სამშობლოს ებრძვი, რეალურად რუსის საქმე კეთდება მაგით და ეს ყველამ უნდა იცოდეს.”
ამონარისი მეუფე იაკობის ქადაგებიდან.