LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ჟღერს კორონავირუსი – მეცნიერებმა COVID-19 მუსიკად აქციეს

როგორ ჟღერს კორონავირუსი – მეცნიერებმა COVID-19 მუსიკად აქციეს

დაპოსტა 2020/04/06-ში
A A
135
ნახვა
გაზიარება
ალბათ უკვე ასობით ფოტო ნახეთ, რომელზეც დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2-ია ასახული. ამჯერად, მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომ ის მოისმინოთ კიდეც — ვირუსის ცნობილი წვეტი ცილების სტრუქტურა მათ მუსიკად გადათარგმნეს.

ხმები, რომლებიც გესმით — ზარები, სიმები, ფლეიტა — წარმოადგენს წვეტების მსგავსი ცილის განსხვავებულ ასპექტებს. სწორედ ამ წვეტების საშუალებით აღწევს ვირუსი ჩვენს უჯრედებში. ყველა სხვა ცილების მსგავსად, ეს წვეტი ცილებიც ამინომჟავების სხვადასხვა კომბინაციისგან შედგება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგიის, სახელად სონიფიკაციის გამოყენებით, თითოეული ამინომჟავა უნიკალურ მუსიკალურ ნოტს შეუსაბამეს და შედეგად, მთლიანი ცილა მუსიკალურ მონახაზად გარდაქმნეს.

თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ეს ამინომჟავები სპირალივით არის დახვეული ან ფირფიტასავით გაჭიმული. ეს მახასიათებლები მკვლევრებმა ნოტების ხანგრძლივობისა და ხმის შესაცვლელად გამოიყენეს. საკუთარი ხმა გამოსცა სითბოს გამო წარმოქმნილმა მოლეკულურმა ვიბრაციებმაც.

საინტერესოა, რატომ უნდა გარდაქმნა ვირუსი მუსიკად? საქმე ის არის, რომ ახალი ფორმატი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს ცილის იმ ადგილების მოძებნაში, საიდანაც ის ანტისხეულებმა ან პრეპარატებმა შებოჭოს; ამისათვის კი უბრალოდ საჭიროა სპეციფიკური მუსიკალური მიმდევრობების პოვნა, რომლებიც ასეთ ადგილებს შეესაბამება. მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი უფრო სწრაფი და ინტუიციურია, ვიდრე ცილების შესწავლის ტრადიციული მეთოდები, მაგალითად, მოლეკულური მოდელირება. მათივე თქმით, თუკი წვეტი ცილების მუსიკალურ მიმდევრობას შევადარებთ სხვა სონიფიცირებულ ცილათა უფრო დიდ მონაცემთა ბაზას, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვიპოვოთ ის ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ წვეტების განეიტრალება და შესაბამისად, ვირუსისთვის უჯრედში შეღწევის უნარის წართმევა.

რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ისინი მთლიანად მკვლევართა გემოვნებით არის შერჩეული. მთავარ ნოტებს უკრავს იაპონური სიმებიანი ინსტრუმენტი კოტო, რომელიც იმდენად სასიამოვნო ბგერებს გამოსცემს, რომ ამ ცუდ პერიოდში შეიძლება ერთგვარი სიამოვნებაც მოგგვაროთ,

1tv.ge

გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
მთავარი

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსალოდნელია,...

დაწვრილებითDetails

როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა , - ეს განცხადება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა მინსკში გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დღეს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა მინსკში გაიმართება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა, სამწუხაროდ, დიაგნოზი ძალიან მძიმეა – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში დაშავებულზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დამწვრობა აქვს 48% – გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულზე
მთავარი

ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება,...

დაწვრილებითDetails

არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – შს მინისტგრი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – შს მინისტგრი
მთავარი

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. „ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე – ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ...

დაწვრილებითDetails

ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი – რას ამბობენ ადგილობრივები

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი – რას ამბობენ ადგილობრივები
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ. რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს. ადგილობრივების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

“APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან” – სი ძინპინი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
“APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან” – სი ძინპინი
მთავარი

APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან, წყნარი ოკეანის ტალღებში ნავიგაციისთვის, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC)...

დაწვრილებითDetails

“ის ჩემი მეგობარია” – დონალდ ტრამპი პუტინზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა. “ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია”, - განაცხადა ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ოთახში შესვლისას. “სასიამოვნოა თქვენი ნახვა”, - მიმართა დონალდ...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
მთავარი

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. „მე და პრეზიდენტ სი ძინპინს ერთმანეთთან შესანიშნავი პირადი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მართლაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"