2018 წლის პროექტის მიხედვით აქ კიბის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო მოსასვენებელი პარკის მოწყობა, 80 კაცზე გათვლილი ღია ამფითეატრით და შადრევანით, ასევე დაგეგმილი იყო ტერიტორიის დაკიდებული ყვავილებით გაფორმება.
ამისთის ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.
2019 წელს პროექტი შეიცვალა . ახალი პროექტის მიხედვით, (რისთვისაც მერიამ 30 000 ლარი დახარჯა) 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები უნდა მოეწყოთ , ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდებოდა. სამუშაოებისათვის 736 306 ათასი ლარი გამოიყო. (NAT200006780 განაცახდების ნომერი)
მოგვინებით ტენდერი შეწყდა. ამის ოფიციალურ მიზეზად მერიიდან კიბის რებილიტაციის პროცესში მოქალაქეთა აზრის გათვალიწინება დასახელდა:
„ასსაფეხურიანი კიბე” ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, “ასსაფეხურიანი კიბის” რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით, რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვები მოეწყობა და საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები “- ქუთაისის მერიის ოფიცაილური განაცხადება. (2020 წელი).
2021 წელი მერიამ 100 საფეხურაინი კიბის რეაბილიტაციისათვის ტენდერი კვლავ გამოაცხადა
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 740`928 ლარია (განცხადების ნომერი NAT210017615)
სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 150 კალენდარულ დღეს შეადგენს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია კიბის რესტავრაცია, ასევე სადრენაჟო სისტემების მოწყობა და შუაში არსებული ბეტონის ქოთნების ნაცვლად მოეწყობა კვადრატული ფორმით შეჭრა, უფრო დაბალ დენეზე ,რომლის გამოყენებაც მოსასვენებლად მოხდება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება კიბის კიდეებთან არსებულ ქოთნებს ასევე ლამპიონებს.