LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ ეძებენ სვანეთში დაკარგულ მოზარდს და რას აცხადებს შსს (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/08/05-ში
A A
257
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

„მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში“, – აცხადებს მღებრიშვილი.

უწყების ცნობით, საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

„ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება103

დაკავშირებული -პოსტები

“უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე ” – ელენე ხოშტარია

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელიც მის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფარსში მონაწილეობა და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი პროკურატურაში დღეს, 16 სექტემბერს, 20:30 საათზე გაიმართება. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან – ლუის ენრიკეს კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
ითამაშებს თუ არა ხვიჩა ატალანტასთან – ლუის ენრიკეს კომენტარი
მთავარი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს, დღეს კი პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. ლუის ენრიკე: „ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები...

დაწვრილებითDetails

“ ზედა იპოვეს , რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ მოზარდს ეკუთვნის” – რუსთავში16 წლის ბიჭის ეძებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
“ ზედა იპოვეს , რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ მოზარდს ეკუთვნის” – რუსთავში16 წლის ბიჭის ეძებენ
მთავარი

რუსთავში 16 წლის რევაზ დათაშვილს ეძებენ, რომელიც 14 სექტემბერს 02:00 საათზე თბილისის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ...

დაწვრილებითDetails

” ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი” -ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი , - ამის შესახებ პრემიერ...

დაწვრილებითDetails

“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს” – კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ამიერიდან ყველას ახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს - ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს! კანონი მთელი სიმკაცრით იმუშავებს, რაც არის პირობა,...

დაწვრილებითDetails

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სკოლის შეცვლა სჭირდება – რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სკოლის შეცვლა სჭირდება – რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა
მთავარი

ბავშვისთვის სკოლის  შერჩევა მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა.  ფსიქოლოგების თქმით, სწორი სასწავლო გარემო არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე, არამედ მოზარდის ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზეც ახდენს გავლენას....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 27 სექტემბერს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 16, 2025
0
ქუთაისში 27 სექტემბერს  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება
კულტურა

ქუთაისში 27 სექტემბერს  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფეტივალს გაიხსნება. ფესტივალი 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კინოჩვენებები კინოთეატრ საქართველოში გაიმართება.  მსურველთავის ჩვენებებზე დასწრება სრულიად უფასოა. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას...

დაწვრილებითDetails

მოულოდნელი სიახლეები კარიერაში და ფინანსური სტაბილურობა,რა ელის ამ კვირაში თითოეული ნიშნის წარმომადგენლს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ყოველი ახალი დღე გვაძლევს შანსს, რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ და დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც მთელი გულით გვსურს. საინტერესოა, რას უმზადებს 15-21 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს. კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 16, 2025
0
რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე
მთავარი

"ქუთაისში , გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე  ქვაფენილის საფარი იცვლება.  არსებული ქვაფენილი სათანადოდ ვერ ატარებდა წყლის ნაკადს და ზიანდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ქვაფენილი შეიცვალოს ასფალტის საფარით.მოეწყობა ღია ტიპის ღვარსადენი. სამუშაოები დაფინანსდება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"