როგორ ელოდებოდი პატარას, როგორ აგროვებდი პატარას ნივთებს როგორ გეგმავდი ყველაფერს – მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში 21 წლის გოგოს ემშვიდობებიან, რომელიც გუშინ იმერეთში, ავტოავარიას ემსხვერპლა.
“ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო ჩვენ რას დაგვიტოვებდა.!!! ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს გოგო, გაცივებული!!!! გული გვეწვისს, რა დღე გაგვითენდა ხალხნო ეს რა დაგვემართა, მე რაც მინდოდა ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ბიჭი”
“ჩვენ გვყავდა ღიმილის გოგონა. ჩვენ დავკარგეთ საოცარი ადამიანი ძალიან მწარეა ნანუ უშენოდ. საშინელი დილა გათენდა 23 აგვისტოს ჩვენთვის შენი მეგობრებისთვის, კლასელებისთვის, დაქალებისთვის და ყველაზე მწარე შენი ოჯახისთვის. შენ ხომ საუკეთესო ადამიანი იყავი. გამორჩეული თბილი, კეთილი შენ ჩვენი ცქრიალა, ღიმილის გოგო იყავი. ბევრი მოგონება აკავშირებს თითოეულ, შენს კლასელს შენთან სამარადისოდ იქნები ყველას გულში შენ ჩვენი ყველას ბავშვობის ნაწილიხარ უდიდესი ტკივილი. ჩვენი ნანუკა ჩვენი სიფრიფანა აღარ გვყავსო გოგოებმა გაგვიფრინდა მის ანგელოზთან ერთადო. ღმერთო რამწარე ხარ ჩვენო გოგო. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა შენს ანგელოზთან ერთად. გვიყვარხარ და მუდამ ჩვენს გულში იქნები”
“ჩემო ყველაზე თბილო ჩემო ყველაზე განსხვავებულო გოგო როგორმოგინელო როგორ დავიჯერო შენი არყოფნა როგორ გული გასკდა ვეგარვუძლებ ჯერაცარმჯერა არმინდა დაჯერება ვკვდები მთელიდგე შენს ესემეს ველოდები რატოარმპასუხობ როგორ მენანები მიწისთვის როგორმატკინე გული ნეტაიცოდე ნეტასიზმარიიყოს ნეტა ვინმემ გამაგვიძოს და მითხრას ეს ყველაფერი სიზმარიიყოო დამიბრუნდი გთხოვ როგორ ელოდებოდი პატარას როგორ აგროვებდი პატარას ნივთებს როგორ გეგმავდი ყველაფერს უსამართლობაა ესეთი ანგელოზის ამქვეყნად წასვლა მენატრები უსაშველოდ მენატრები როგორმოვიდე შენთან როგორ როცაარდამხვდები როდაგიძახებ და არგამაგონებ როგორ მოვიდე შენთან უსაშველოდ მატკინე გული ჩემო ლამაზო ორსულო ჩემოლამაზო გოგო ჩემოანგელოზო ” – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
23 აგვისტოს 21 წლის ნანუკა დვალიშვილი, რომელიც ორსულად იყო ვანში, სოფელ ციხესულორთან ავარიას ემსხვერპლა. როგორც ცნობილია ის ძმის ოჯახთან ერთად მგზავრობდა და ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. ცნობილია რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯეხა.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.