ვეცადეთ სიმბოლურად, რეგულაციების დაცვით დავხვედროდით და გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ევროპის ჩემპიონი გოგოს მშობლიურ ხონში დაბრუნება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხონის მერი ლადო ჯურხაძე წერს.
,,მარიამი პირველი ქართველი გოგოა, რომელმაც ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა ?? და ეს პატარა, მაგრამ ძალიან საამაყი გოგო ამ დასახლებაში გაიზარდა. მჯერა, ჩვენი ქალაქის ბევრი მოზარდისთვის მისი მიზანსწრაფულობა და მიღწეული წარმატება იქნება მაგალითი და ბიძგი ახალი შემართებით, გაორმაგებული ძალებით გააგრძელონ სპორტული ცხოვრება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მარიამს და ყველა მის გულშემატკივარს!
15 წლის დებიუტანტმა, მარიამ მურღვლიანმა პოლონეთში ევროპის ჭაბუკ ძალოსანთა შეჯიბრზე ევროპის ჩემპიონის ტიტული და სამი ოქროს მედალი მოიპოვა! ?” – წერს ლადო ჯურხაძე.