როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება , “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით “კადისთან” (0:0) მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც ნიშნავს იმას, რომ კუმანი “ლევანტესთან” და “ატლეტიკოსთან” გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს. ამას გარდა ბარსელონამ” გუნდის მწვრთნელს ფულადი ჯარიმა დააკისრა.