შავი ჭირი, ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“.
ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა.
„შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა.
საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი (ბევრ რეგიონში — მოსახლეობის მესამედიდან ნახევრამდე)[⇨].
უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ[⇨].
შავი ჭირის ბოლო ტალღამ 1855 წელს ჩინეთში, იუნიანის პროვინციაში იფეთქა ბუბონური და ფილტვის ჭირის სახით და მალე ყველა დასახლებულ კონტინენტს მოედო.
მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში მან 12 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემიამ რამდენიმე ათწლეული გასტანა.
იმ დროს უკვე ცნობილი, იყო, რომ შავი ჭირის გავრცელებას ანტისანიტარია, ნესტი და ავადმყოფებთან სიახლოვე უწყობდა ხელს, თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა იწვევდა დაავადებას.
XIX საუკუნის მიწურულს შვეიცარიელმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა შავი ჭირის გამომწვევ ბაცილას მიაგნო და ისიც გაარკვია, როგორ ხდებოდა მისი გავრცელება, ეს კი მეცნიერებს ვაქცინის შექმნასა და შავ ჭირთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარა.
შავმა ჭირმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ისტორიაზე, ქვეყნების კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, ადამიანების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე…
თუმცა დღეს ის კაცობრიობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ თითქმის აღარ გვხვდება, არსებობს შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატებიც, რომელთა დროული გამოყენებისას ავადმყოფი იკურნება.
ცნობილი ფაქტია, რომ ვაქცინას ნდობა პირველმა გერმანიამ გამოუცხადა და მოსახლეობა სრულად აიცრა, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთსა და მის გუბერნიებზე. მათ შორის საქართველოზე.
ვაწცინაციის ფართომაშტაბიანი აქცია გასაბჭოების შემდეგ დაიწყო.