პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ 12 წლის ზემოთ ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მიქელაძის განმარტებით, მსგავსი მხოლოდ ერთეული შემთხვევაა და მათ აცრა გართულებების გარეშე გადაიტანეს.
”ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში. ერთეული შემთხვევებია, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია. მათ გართულების გარეშე, ნორმალურად გადაიტანეს”,-თქვა თემურ მიქელაძემ.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, 12 წლის ზემოთ ბავშვებში აცრის დაშვება მშობლის მიმართვის საფუძველზე ხდება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში 12 წლის ზემოთ მოზარდების ვქცინაცია დაშვებული არ არის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო რეკომენდაციას ელოდება. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინით აცრა 16 წლის ზემოთ მოზარდებს შეუძლიათ.