LIVE TV
კვირა, აგვისტო 14, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

როგორ აღნიშნავენ ბარბარობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

დაპოსტა 2019/12/17-ში
გაზიარება

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა “ბედნიერი” დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

სვანეთში ეს დღე საქონლის, კერძოდ კი ძროხის და წველადობის მომატებისათვის იყო განკუთვნილი, რაჭასა და ლეჩხუმში კი საქონლის, ქათმის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ასევე ნათესების სიუხვისათვის. სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში იგი ქათმების ფერხვის (მეკვლეობის) დღე იყო.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლევბოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.”

დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა.

იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა.

ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველეს სახალხო დღესასწაულად ითვლება

ambioni.ge

თეგები: ბარბარობაიმერეთი
გაზიარება121

დაკავშირებული -პოსტები

ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მესტიაში გადმოიყვანეს

აგვისტო 14, 2022
10
მთავარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება გრძელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაშავებული მთამსვლელების ინფორმაციით, სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ...

დაწვრილებით

ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

აგვისტო 14, 2022
6
მთავარი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს...

დაწვრილებით

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

აგვისტო 14, 2022
8
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ლევან იაგანაშვილს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები არაშენდას მიმდებარედ, მინდორში ქეიფობდნენ და მხარეებს შორის დაპირისპირება სწორედ...

დაწვრილებით

17 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

აგვისტო 14, 2022
7
მთავარი

ინფორმაციას ,,მთავარი ავრცელებს" მარნეულის  სოფელ აღმამედლოს მკვიდრი  17 წლის ელმან  გამბაროვი  მდინარეში საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილობრივების თქმით,   იმ ტერიტორიაზე ქვის ქარხნებია და სხვადასხვა გათხრები მიმდინარეობს, რის...

დაწვრილებით

მონტენეგროში კაცმა 11 ადამიანი მოკლა,მათ შორის ოჯახის წევრები

აგვისტო 13, 2022
87
მთავარი

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. წინასწარი მონაცემებით, სროლა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. მედიის ინფორმაციით,...

დაწვრილებით

ჩემი ღორი ძაღლისგან არაფრით არ განსხვავდება_ჯესიკა

აგვისტო 13, 2022
50
მთავარი

22 წლის ბრიტანელმა ქალმა, სახელად ჯესიკა, გადაწყვიტა, შინაური ცხოველი ჰყოლოდა, თუმცა, საბოლოოდ, ოჯახის ახალი წევრი არც ძაღლი და არც კატა არ ყოფილა - მან სახლში ღორი მიიყვანა. როგორც ქალი ამბობს, 18...

დაწვრილებით

ვინ დაესხა თავს ცნობილ მწერალს ?

აგვისტო 13, 2022
68
მთავარი

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, ცნობილ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან...

დაწვრილებით

ბოლივიაში,კუბოში გაიღვიძა კაცმა ,რომელიც ცოცხლად დამარხეს

აგვისტო 13, 2022
127
მთავარი

ბოლივიის ქალაქ ელ-ალტოში, „დედამიწის ფესტივალზე“ კაცმა, რომელიც ცოცხლად დამარხეს, ფესტივალის ჩატარების ადგილიდან 80 კილომეტრის მოშორებით კუბოში გაიღვიძა და სამარიდან ამოსვლა შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 30 წლის უგო ალვარესის განცხადებით,...

დაწვრილებით

Rammstein_ი ახალი წლის აღსანიშნავად მიუნხენში მასშტაბური კონცერტის ჩატარებას გეგმავს

აგვისტო 13, 2022
9
მთავარი

გერმანული ჯგუფი Rammstein ახალი წლის აღსანიშნავად მიუნხენში მასშტაბური კონცერტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ Deushce Welle იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობა ამ ეტაპზე კონცერტისთვის შესაბამის ადგილზე მსჯელობს. ცნობილია, რომ შოუ 31 დეკემბერს...

დაწვრილებით

მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული მთასვლელების ევაკუაცია განახორციელეს

აგვისტო 13, 2022
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს – ეკატერინე ტიკარაძე

იანვარი 13, 2021
37
მთავარი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ივნისი 21, 2022
188
მთავარი

” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს

თებერვალი 17, 2022
191





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!