LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ნიკა მელიას დაკავებას

დაპოსტა 2021/02/23-ში
57
ნახვა
გაზიარება

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

„ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება. საქართველოში, 23 თებერვალს, გაფორმდა დიქტატურა. საბჭოთა არმიის დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი, ამას არ შევეგუებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბძოლებთ! უკომპრომისო ბრძოლა იქნება“,- აცხადებს გიგი უგულავა.

 

„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ? ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძე

 

„100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან, სამწუხაროდ. თქვენ ნახეთ, რომ მხუთავი გაზი გაუშვეთ ამ დახურულ ოთახში. აქ იყვნენ ქალები, ახალგაზრდები და საშინელი მდგომარეობა იყო. მე არ ვიცი, რა ეგონათ, რას ელოდებოდნენ აქ. მათ გაიფორმეს სამუდამო სახელად „გავრილოვები“ და 23 თებერვლის „გმირები“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანები ითხოვდნენ სასწრაფოს და არანაირი რეაგირება არ იყო, იყო ის სისასტიკე, რომელიც დაგვიანონსა ღარიბაშილის ხელით ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ვართ ერთიანები, მშვიდები, პრინციპულები და ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას. დღეს, კანცელარიასთან, 15:00 საათზე, ველოდებით ყველას და ყველა მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც თავს ბიძინა ივანიშვილი ესხმის, ყველას კანცელარიასთან ველოდებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

“ სასამართლო, ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! 4 კილომეტრი ვიარე, იმიტომ რომ გადაკეტილია მთელი ქალაქი, იმის გამო კი არა, რომ წარსულზე ვილაპარაკო. ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკე, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

„ჩვენი ვალია, რომ ახლა მივცეთ რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე უფრო ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან დიდი ხნით ავტორიტარიზმის ჭაობში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ არის აუცილებელი აქციები. დღეს იქნება 3 საათზე კანცელარიასთან შეკრება, შემდეგ აქციებზეც ვიმსჯელებთ და ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც ქვეყანას, თავისუფლებას ჭირდება. არასდროს, ამ ვითარებაშიც კი არ მიყვარს ჩვენი პარტნიორების ნაცვლად რამის პროგნოზირება, მათი განცხადებები მეტყველებს იმაზე, რისი თქმაც მათ უნდათ. რაც მე ვნახე, ბუნებრივია, ეს წნეხი გაგრძელდება, ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები, რომლებიც საკუთარი ხალხის თავისუფლების და ამ ხალხის მოკავშირე თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიდის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

„ის მოვლენები, რაც ბოლო დროს ვითარდებოდა და რაც დღეს დილით განვითარდა, პირობითად სამი ნაწილისგან შედგება, ესაა: სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო. ჩემი აზრით, ბოლო ორი ფაქტორი ჭარბადაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, ფაქტობრივად შეუძლებლად მოკლე დროში აქცენტირება გააკეთოს სამართლებრივზე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი, პოლიტიკური და საინფორმაციო, შემცირდეს და აქცენტი სამართლებრივ ნაწილზე გაკეთდეს, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

„დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება და ამას ყველა ერთობლივი ბრძოლით მივაღწევთ. ძალიან სირცხვილი იქნება ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ყველაფერს ხომ თავისი სახელი, სახე და ფორმა აქვს. ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურა ძალიან დიდი სირცხვილია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, თქვენი შვილების მომავლისთვის ადექით არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების, ვინც აქ ვდგავართ, არამედ თქვენი შვილების მომავლისთვის, გინდათ ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდოს თქვენი შვილები? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. საერთოდ ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა მაშინ იწყება, როცა კანონი არ აღსრულდება. სხვათაშორის, ორ დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღეა. დამოუკიდებლობის დაცემა სწორედ იმან განაპირობა, რომ ქვეყნის შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია, კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება. ქვეყანას აზიანებს და ძირს უთხრის, როცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებით აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან – ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყოველ დღე აწყობდა დესტრუქციას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ნიკანორ მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მაინც მოისურვა და ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, მომხდარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად დაშავებულები არ არიან. მხოლოდ მცირედი ტრავმებია, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ საფრთხე არ ემუქრებათ და გაეწერებიან ბინაზე. უმთავრესია ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. პრობლემური არის ის, რასაც აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა” და ე.წ. ფანჩატურული შეკრება. აბსოლუტურად ღირებულებას აცდენილი და გაერთიანებული მხოლოდ დესტრუქციის ქუდის ქვეშ, რომ რამენაირად ამ გზით მოიპოვონ ხელისუფლებაში სავარძელი, მაგრამ ეს მიუღწეველია. ვფიქრობ, დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

დეკემბერი 6, 2025
124
მთავარი

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

დოროთე ყურაშვილი მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას

დეკემბერი 6, 2025
59
მთავარი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას. “მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ...

დაწვრილებითDetails

სუს-მა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტზე ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 6, 2025
107
მთავარი

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან. “გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დეკემბერი 6, 2025
31
მთავარი

"მეგა tv"  -ის ინფორმაციით ბათუმის ავტობანზე, ქობულეთის შესასვლელთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მისი ჩაქრობა თავად მოქალაქეებმა მოახერხეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

1 იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება

დეკემბერი 6, 2025
430
მთავარი

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა...

დაწვრილებითDetails

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დეკემბერი 6, 2025
25
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

დეკემბერი 6, 2025
14
მთავარი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის...

დაწვრილებითDetails

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

დეკემბერი 6, 2025
78
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახშიძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა. კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა...

დაწვრილებითDetails

კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

დეკემბერი 6, 2025
667
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს

დეკემბერი 6, 2025
69
მთავარი

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა. სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».