საქართველოს მთავრობის მუშაობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 10 ბალიანი სისტემიდან დადებითი 10 ბალით გამოკითხულთა 42.3% აფასებს -ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
მთავრობის საქმიანობას 8 ბალით აფასებს 17.7%, 16,2% კი 9 ბალით.
კვლევის მიხედვით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ საბრძოლველად 78,1%-ის აზრით დროული იყო, 16.9% კი თვლის რომ დაგვიანებული იყო.
კითხვაზე თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც ატარებს მთავრობა Covid19 წინააღმდეგ საბრძოლველად? გამოკითხულთა 63.5% მიიჩნევს რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 27.5% თვლის რომ მნიშვნელოვანია, 4.3 პროცენტი ამბობს რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, 2.5% კი თვლის რომ უმნიშვნელოა.
კკვლევის მიხედვით უარყოფითი და ძალიან უარყოფითი 16,6% შეფასება მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკატაძემ, მას 15.6%-ით მოსდევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და 6,2%-ით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.