LIVE TV
სამშაბათი, ივნისი 6, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ სიტყვებით დეპრესია ადამიანებში

დაპოსტა 2019/08/31-ში
გაზიარება

 

 

დეპრესია ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, ცვლის მის ცხოვრების წესს, ურთიერთობისა და კომუნიკაციის ფორმას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ამ დაავადებით იტანჯება 300 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს დეპრესიაში მყოფ ადამიანთა ლექსიკა, მათი სასაუბრო სიტყვათა ერთობლიობა.  ტრადიციული ლინგვისტური ანალიზი ძირითადად ჩანაწერების საშუალებით ხდებოდა.  მეცნიერებს ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმარა, რომელსაც უზარმაზარი მოცულობის ჯგუფის მეტყველების და ნაწერის ანალიზი შეუძლია. კვლევაში 6 400-ზე მეტი ადამიანის ლექსიკა გააანალიზეს.

დეპრესიის მქონე ადამიანის მეტყველებაში  უარყოფითი შინაარსის მატარებელი სიტყვები ჭარბობდა, რაც ამ ასეთი სიტყვებია : “მარტოობა”, “მოწყენილობა”, “სევდა”, “დეპრესიული”, “ცუდი”, “დათრგუნული”, “საშინელი”, “საცოდავი”, “უიმედო”, “უბედური”.

მკვლევარებისთვის გაცილებით საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნაცვალსახელების პოვნა: მე და ჩემი. პირველი პირის ნაცვალსახელი იშვიათად იხმარებოდა მრავლობით რიცხვში. შესაბამისად, დეპრესიის მქონე ადამიანები გაცილებით ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ საკუთარ თავზე, კონცენტრირებულები იყვნენ საკუთარ პერსონაზე და ემოციებზე. ისინი იშვიათად იყენებდნენ სიტყვებს “შენ/თქვენ”, “ის/ისინი”, “შენი/თქვენი”, “მისი/მათი”, რაც სხვებისადმი ინტერესის ნაკლებობას და სხვა ადამიანებთან ნაკლებ შეხებას, ნაკლებ კავშირს აჩვენებს.

კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება საუბრის სტილზე: დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად ხმარობენ ე.წ. აბსოლუტიზმის შინაარსის მქონე სიტყვებს, ფრაზებს და აზრებს, რომელიც არ იძლევა სიტუაციის, დროის, ფორმის, ან სხვა კონტექსტუალური ნიუანსების განხილვის საშუალებას. ასეთი სიტყვების მაგალითად სახელდება: “სრულებით”, “ერთადერთი”, “არასდროს”, “ყოველთვის”, “ყველაფერი”, “ყველა”, “არავინ”, “არაფერი”.

ამასთან, აბსოლუტიზმის შინაარსის შემცველ სიტყვებს 50 პროცენტით მეტად ხმარობდნენ დეპრესიის მქონე ჯგუფები, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ უფრო მეტი, 80 პროცენტით მეტად იყენებდნენ ისინი, ვისაც თვითმკვლელობაზე უფიქრია, ან ამ იდეით იყო შეპყრობილი.

მეცნიერებს უცნაურად, პარადოქსულადაც კი ეჩვენათ ის ფაქტი, რომ უარყოფითი შინაარსის მქონე სიტყვებს დეპრესიის ჯგუფთან შედარებით, ნაკლებად ხმარობდნენ ის ადამიანები, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.

ამერიკის ხმა

 

თეგები: დეპრესიამეგატვი
გაზიარება107

დაკავშირებული -პოსტები

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა

მაისი 9, 2023
871
მედიცინა

გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტები, არარეალური პაციენტების ბაზა, ხელოვნურად დამძიმებული ანამნეზები, სამედიცინო ბიზნესი - სახელმწიფო დაფინანსებებზე ნადირობს. სავარაუდო თაღლითური სქემა გაშიფრულია - "კურიერი P.S.-მა" მოიპოვა მთავარი მტკიცებულებები. კლინიკა, ძირითადად, ონკოპაციენტებს ემსახურება. შესაბამისად...

დაწვრილებით

3 წლის ბავშვი კლინიკაში ცხვირში შეტანილი მძივების ბურთულებით შეიყვანეს

იანვარი 26, 2023
65
მედიცინა

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კლინიკა ავრცელებს: ,,კლინიკა ,,გიდში" 3 წლის ბავშვი, მშობლებმა ცხვირში შეტანილი მძივების ბურთულებით შემოიყვანეს. ექიმმა ოტორინოლარინგოლოგმა სალომე ჯანგავაძემ, სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების შემდეგ, პატარა პაციენტის ცხვირის ღრუდან, საკმაოდ ღრმად...

დაწვრილებით

რატომ შეიძლება დარჩეს თბილისის სასწრაფო პერსონალის გარეშე

იანვარი 22, 2023
28
მედიცინა

თბილისის სასწრაფო, შესაძლოა, ექიმების გარეშე დარჩეს. ადმინისტრაცია მედიკოსების მოთხოვნას ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკმაყოფილებს. ადმინისტრაციის შენობაში პროტესტი  გრძელდება. ადგილზე არიან პროფკავშირებიც. გავრცელებული ცნობით, ექიმების და მძღოლების ნაწილი ხელმძღვანელობამ...

დაწვრილებით

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

იანვარი 17, 2023
16
მედიცინა

ინფორმაციას აშშ საელჩო საქართველოში ავრცელებს და ქართველ საზოგადოებას და პროექტის ავტორებს ულოცავს: ,,პირველად საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით...

დაწვრილებით

რომელი წამალი გამოითხოვა ბაზრიდან რეგულირების სააგენტომ და რატომ

იანვარი 14, 2023
184
ეკონომიკა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებით

რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო

სექტემბერი 26, 2022
107
მედიცინა

საქართველოს გაეროს ასოციაციამ,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს 8 რეგიონში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ, მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. 📸 (თამთა ხუციშვილი, პროექტის მენეჯერი )   „აღნიშნული ტიპის კამპანიები,  საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო...

დაწვრილებით

12,1 მილიონი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა_ვაქცინა და ახალი კვლევები

ივნისი 26, 2022
27
მედიცინა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, კოვიდვაქცინაციამ 19,8 მილიონი ადამიანი გადაარჩინა, - აღნიშნულია მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც Lancet Infectious Diseases-მა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ვაქცინებმა ყველაზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინეს მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში,...

დაწვრილებით

ჰიპერტონულ დაავადებასთან შეგუება არის სიკვდილის მაღალი რისკი

ივნისი 17, 2022
93
მედიცინა

საქართველოში 10 გარდაცვლილი ადამიანიდან 5 -ის სიკვდილის მიზეზი ჰიპერტენზიაა. ამასთან, 5 დაავადებულიდან 3 არ მკურნალობს. სწორედ ამიტომ ქუთაისში სკრინინგ აქცია გაიმართა

დაწვრილებით

3 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

ივნისი 14, 2022
98
მედიცინა

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს...

დაწვრილებით

რას აცხადებს ჯანმო მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკებზე

ივნისი 8, 2022
79
მედიცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს. „არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა

ნოემბერი 24, 2022
88
მთავარი

კაცნაკლულმა “დილამ_ “სიონი” დაამარცხა

მარტი 19, 2022
46
კორონავირუსი ქუთაისი
მთავარი

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ათასს გასცდა

ნოემბერი 2, 2021
117





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!