ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე გარდაიცვლა – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მძღოლმა თვითმცლელიდან ტვირთის დასაცლელად მისაბმელი მაღლა ასწია და იგი მაღალი ძაბვის ხაზს შეეხო.
შემთხვევა დღეს, 1–ელ აგვისტოს დაახლოებით 15:00 საათზე, ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შუახნის კაცი გზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული: „ქვიშა უნდა დაეყარა და მისაბმელი მაღლა ასწია, ეს რკინა მოედო მაღლა დენის გაყვანილობას და როგორც ჩანს დენი გადავიდა მასზეც. სანამ მანქანაში იყო ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, დენმა დაარტყა, ეტყობა გაატარა მაგ დროს. თან წვიმა იყო გარეთ და ეგეც იმოქმედებდა“, – ჰყვებიან „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები.
მათივე თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ადიგენის მკვიდრია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია მუშაობდა გზის ამ მონაკვეთზე: “მანდ ბევრი კოამპანიაა და არ ვიცი ზუსტად რომელია. მეც ახლა გავიგე ეგ ამბავი”, – ამბობს ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
http://sknews.ge/