LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

როგორი კოლეგები არიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა

დაპოსტა 2025/06/17-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

ბევრი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი სამსახურში ზედმეტად აგრესიული, ნარცისი ან უცნაურია.
ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა შეეგუოთ და შეეწყოთ კოლეგას, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე შემაშფოთებელი ხასიათის თვისებებიც კი შეიძლება მიიღოთ, თუ ისწავლით მათთან ერთად მუშაობას, თუ გეცოდინებათ, რატომ იქცევიან ისინი ისე, როგორც იქცევიან.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ვერძ თანამშრომლებს ბევრი კარგი თვისება აქვთ და მათ შორის ყველაზე ღირსეული თვისება ისაა, რომ ის არასოდეს არ განსჯის ზურგს უკან კოლეგებს. ეს არის პატიოსანი ნიშანი, რომელიც ზრუნავს მის რეპუტაციაზე და თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ განიკითხავს სხვებს.

გარდა ამისა, ვერძები უმწიკვლო თანამშრომლები არიან – ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ სურთ იმიჯის გაფუჭება და მეორეც იმიტომ, რომ წარმატებული კარიერისკენ ისწრაფვიან, ამასთანავე ვერძები არაფერს აკეთებენ ნახევრად.

მათ არ შეუძლიათ მშვიდად ლაპარაკი ან მოზომილი მოძრაობა – ის ემოციებით სავსე ნიშანია, ამიტომაც ნუ მიიღებთ მის ხმამაღლა გამოსვლას პირად შეურაცხყოფად, ასეთი გამოხატულება ვერძის ხასიათის ნაწილია და თუნდაც ნიშანი რამდენიმე წუთით გაბრაზდეს, ის მალე დაივიწყებს ამას.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროებს არაერთი უპირატესობა აქვთ – ისინი მუდმივნი და უცვლელნი არიან, რადგან არ უყვართ ცვლილებები.
კურო კარგი ხელმძღვანელია და მოსწონს თანამშრომლების წახალისება, მაგრამ მის ყველაზე დიდ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კურო ვერ იტანს კრიტიკას, ის უფრთხილდება თავის ავტორიტეტს სამსახურში და თუ გააკრიტიკებთ, ან დასცინებთ, დაუფასებლად და შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, მაგრამ არსებობს გამოსავალი – დაელაპარაკეთ რაც შეიძლება ნაზად და სასურველია არა საყვედურის სახით, არამედ წინადადების სახით.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპები განთქმულნი არიან ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვის უნარით, ეს ნიშანი ნებისმიერ საქმეში გამოგადგებათ, მაგრამ არის ერთი აშკარა ნაკლი ტყუპების ხასიათში, რომელიც უარყოფს ყველა მის უპირატესობას – მათი „აქილევსის ქუსლი“ ჭორაობაა, მაგრამ ტყუპების ეს თვისება შეიძლება თქვენს სასარგებლოდ იქცეს – მაგალითად, თუ გსურთ მთელმა ოფისმა განიხილოს რაიმე თქვენს შესახებ, გაუზიარეთ ეს ამ ნიშანს.

კიდევ ერთი მინუსი, რაც ტყუპებს ახასიათებთ, არის ის, რომ ძნელია მათი სიამოვნება, რადგან მათი აზრი და სტანდარტები წარამარა იცვლება, ამიტომ ჯობია არც კი შეეცადოთ გახდეთ მათი ფავორიტები, არამედ უბრალოდ იყოთ საკუთარი თავი.

კირჩხიბი
(21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბი მგრძნობიარე ნიშანია, ამიტომ, თუ გსურთ მასთან ურთიერთობა, ასტროლოგები გირჩევენ მიმართოთ მათ რჩევისა და დახმარებისთვის და დასასრულს გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ; მათ უყვართ, როცა სამაგიეროს პოზიტიური განწყობით უხდიან – მაგალითად ხანდახან მიართვით ყავა საყვარელი კაფედან და ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს, ან რამე დახმარება ხომ არ სჭირდებათ. ერთი შეხედვით, თითქოს ეს წვრილმანია, მაგრამ გვერწმუნეთ, კირჩხიბები ამ ჟესტს არასოდეს დაგივიწყებენ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომები ბუნებით კარგი ლიდერები არიან. მათ ყოველთვის ახსოვთ კოლეგების დაბადების დღეები, აწყობენ ლანჩებს და თანამშრომლებს ლამაზად უწყობენ სამუშაო ოთახებს საახალწლოდ.

მაგრამ ლომი არ იქნება ლომი სხვების მუდმივი თაყვანისცემის გარეშე. ასე რომ, თუ გსურთ დაუმეგობრდეთ ამ ნიშანს, მუდმივად ხაზი გაუსვით მის უპირატესობას, წვლილს და უბრალოდ კარგ ნიშან-თვისებებს, ნურც მლიქვნელობას მოერიდებით – ლომი ამას ხედავს, მაგრამ ზოგჯერ სჭირდება.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით არიან და უყვართ თავიანთი სამუშაო, რაც მათ კარგ თანამშრომლებად აქცევს. გარდა ამისა, ისინი არ გადადიან თავს უფროსის სავარძლისთვის, არამედ ამჯობინებენ ნელა, მაგრამ აუცილებლად აიღონ გზა წარმატებისკენ, თუმცა, ქალწულებს ასევე აქვთ აშკარა მინუსი – ისინი ხშირად კონცენტრირდებიან წვრილმან დეტალებზე, ზოგჯერ შემაშფოთებლადაც.
თუ ქალწულის იდეებში ჩაიხედავთ,  მიხვდებით, რომ მისი სურვილია სამყარო უკეთესად აქციოს, ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, არ დაშორდეთ ამ ნიშანს, მოუსმინოთ მის აზრებს და დაუშვათ ისინი მოქმედებად, სწორედ ასე გრძნობს ქალწული გუნდისთვის მნიშვნელოვან ადამიანად თავს და იძენს ძალას შემდგომი ნაყოფიერი მუშაობისთვის.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორებთან თანამშრომლობა კარგია დიპლომატიური მიზნებისთვის, რადგან მათ სძულთ კონფლიქტი და კარგად გამოსდით დაზავება და მოლაპარაკების წარმოება. სასწორებს ასევე შეიძლება მივანდოთ შემოქმედებითობასთან დაკავშირებული თემები, მაგრამ რაც შეეხება თანამშრომლების დაქირავებას ან გათავისუფლებას, ხელმძღვანელ პოზიციებს და რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, უმჯობესია არ დაეყრდნოთ სასწორს. თავისი ბუნებით, მათ არ შეუძლიათ სწრაფად აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი, არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება. ასეთ სიტუაციებში იწყებენ ნერვიულობას და პასიურ-აგრესიულად იქცევიან, ცდილობენ მშვიდად და მეგობრულად გამოიყურებოდნენ, რათა არავინ გაიგოს მათ სულში ქარიშხლის შესახებ. ამიტომ, თუ გსურთ სასწორებთან საერთო ენის გამონახვა, ნუ ააჩქარებთ მნიშვნელოვან საქმეებში და მიეცით მეტი თავისუფლება.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელ თანამშრომლებს ბევრი დადებითი თვისება აქვთ – მიზანდასახულები არიან, არ უყვართ დროის კარგვა ფუჭ ლაპარაკზე და ლამაზ ტყუილს სიმართლის თქმას ამჯობინებენ. იმისათვის, რომ მორიელი გაიხსნას, მან უნდა იმუშაოს მარტომ, რათა არავინ დატვირთოს ზედმეტი და უსარგებლო ლაპარაკით, რადგან ასეთ სიტუაციაში მორიელი თავს არაპროდუქტიულად გრძნობს და ღიზიანდება. გარდა ამისა, თუ გინდათ ნიშანთან ურთიერთობა, ნურასოდეს შეეცდებით მისთვის მაამებლური კომპლიმენტით განებივრებას, მორიელი ვერ იტანს ამას, ამიტომ მათ მიმართ აღფრთოვანების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, უბრალოდ არ დაურღვიოთ პირადი სივრცე.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსნები ძვირფასი კოლეგები არიან. ისინი ყოველთვის ენერგიით სავსენი და ოპტიმისტურები არიან, შეუძლიათ ყველაზე დაძაბული სიტუაციების განმუხტვაც კი და ეს ძალიან სასარგებლო თვისებაა კარიერაში, მაგრამ არის ერთი “მაგრამ” – მშვილდოსანი ცეცხლოვანი ნიშნებიდან ყველაზე თავისუფლებისმოყვარეა. ამიტომ, ასეთი თანამშრომელი არ შეეფერება მკაფიო განრიგს, ჯარიმებს დაგვიანებისთვის, საყვედურებს ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობისთვის და ა.შ. ასე რომ, თუ გსურთ ამ ნიშანთან იმეგობროთ, ან ითანამშრომლოთ, ნუ აიძულებთ მას ჩარჩოში მოექცეს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქების მთავარი უპირატესობა მათი შრომისმოყვარეობაა, ეს ის ნიშანია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ჭორაობს კოლეგებთან და ამ საქმეს გულმომდგინე შრომას. მას საკუთარ თავთან საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს, რაც სხვებისთვის გადაჭარბებულ ბარიერს ქმნის. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, რომ თხის რქისთვის არასოდეს იქნებით საკმარისად კარგი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად აკეთოთ თქვენი საქმე – ბოლოს და ბოლოს, ისინი, ვინც მაქსიმუმიდან მხოლოდ ნახევარს აკეთებენ, თხის რქის საძულველ ადამიანთა სიის სათავეში არიან.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყული ყოველთვის სავსეა ახალი იდეებითა და შთაგონებით და მათი მიზანი ამის გაზიარებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ნიშანი უფრო ხშირად გარშემორტყმულია ადამიანებით, რომლებიც არ არიან მზად გრძელი და საინტერესო საუბრისთვის, ისინი ამჯობინებენ რაღაც უფრო ზედაპირულს.

თუ თქვენ ხართ მერწყულის უფროსი, დაეხმარეთ ნიშანს, გამოიყენოს თავისი შინაგანი ენერგია რეალობაში; კერძოდ, მიანდეთ მას მუშაობა პრეზენტაციებზე ან კომპანიის განვითარების სტრატეგიებზე – გაგიკვირდებათ, რა შეუძლია მერწყულის ტვინს. თუ ნიშანთან თანაბარი პირობებით ხართ, მაშინ უფრო ხშირად გაიგეთ მისი აზრი – მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია, იგრძნონ, რომ მისი ესმით და ინტერესდებიან მისით.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)თევზები შემოქმედებითი ადამიანები არიან, ამიტომ მათ კომპანიაში პრაქტიკულ პოზიციაზე განწესებას აზრი არ აქვს. ისინი არ არიან შესაფერისი ბიუჯეტის კოორდინაციისთვის, თანამშრომლებთან ფრენის განხილვისთვის, როლების მინიჭებისთვის და სტრატეგიული აზროვნებისთვის. თევზებს ტვინში უფრო კრეატიული და ღია ამოცანები აქვთ. ისინი ჩინებულები არიან სამსახურში, საკმაოდ კარგი კოლეგები არიან, არ უწესებენ თანამშრომლებს მკაცრ საზღვრებს, არ აკონტროლებენ და განიკითხავენ უფროსებს და კარგად ფლობენ თვითგამოხატვის შესაძლებლობებს.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების – რასა იუკნევიჩიენე

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
საქართველოს დახმარება სჭირდება!ლუკაშენკო და ივანიშვილი პუტინის მარიონეტები არიან – რასა იუკნევიჩიანე
მთავარი

მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები დახმარებას იმსახურებენ, სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ - აღარ ვთხოვოთ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, არ დაბრუნდებიან, ეს რეჟიმი არის კრემლის გენების, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა...

დაწვრილებითDetails

პუტინი აცხადებს რომ მზად არის ზელენსკისთან შესახვედრად

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
პუტინმა კანონი დაარღვია-ნიკიტა იუფერევი
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ საკითხავია, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ინფორმაციას რუსული მედია...

დაწვრილებითDetails

თავდასხმა ბელგიაში, დაკავებული ამბობს რომ საქართველოდან დევნილია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
თავდასხმა ბელგიაში, დაკავებული ამბობს რომ საქართველოდან დევნილია
მთავარი

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, დაკავებული ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazet van Antwerpen-ი ავრცელებს.   არსებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა სახელად სიმონი, ანტერპერნის ლინკერუვერის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცმა ცოლი დაჭრა შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორ­ში, სო­ცი­ა­ლურ სა­ცხოვ­რის­ში, 24 წლის კაც­მა, ასე­ვე 24 წლის ცოლს ყური მო­აჭ­რა, თა­ვად კი ყელი გა­მო­იჭ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს. ცოლ-ქმა­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა მათი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ამ ეტაპ­ზე მათ...

დაწვრილებითDetails

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა
მთავარი

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს. ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ გამოაცხადა. მოსამართლის მიერ...

დაწვრილებითDetails

“ბრიტანეთის საელჩოს საქციელი ჰგავს ბავშვის საქციელს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს მე ვნახე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს, მათი ეს საქციელი უკვე ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც რაღაც მოპარულ ნივთს მუჭში დამალავს და...

დაწვრილებითDetails

“რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი...

დაწვრილებითDetails

მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
მუსიკოსი დადა დადიანი გარდაიცვალა
მთავარი

მუსიკოსი დადა დადიანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დადა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფი "ტაქსის", Children's Medicine-ის და Georgian Dance Empire-ის ფრონტმენი იყო.

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს: „ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"