სამხრეთ კორეაში მომავლის მოტივტივე ქალაქი გაშენდება. გამოცემის ინფორმაციით, მომავლის ქალაქის წყალზე გაშენების ინიციატივას გაერომ მხარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუჭირა, თუმცა პროექტის რეალიზაციის ვადებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა.
ახლა კი გაირკვა, რომ ქალაქი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანის ნაპირებთან განლაგდება. ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა – როგორც ბევრ სანაპირო ქალაქს, პუსანსაც ზღვის დონის აწევა ემუქრება.
მოტივტივე ქალაქის პროექტი კომპანია Oceanix-მა დანიელ არქიტექტორ ბიარკე ინგლსთან ერთად შექმნა. გეგმის მიხედვით, ქალაქი წყალზე განლაგებული ექვსკუთხედი პლატფორმების გაერთიანებას წარმოადგენს. თითოეულ პლატფორმაზე 300 ადამიანი შეძლებს კომფორტულად ცხოვრებას.