ნოემბერში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება. როგორც მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან იუწყებიან პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას. აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და შესასვლელში მოეწყობა სალაროსა და დაცვისთვის ჯიხურები.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 11 231 524 ლარია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.