ქუთაისის მერიამ ახალიავტოპარკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
ქუთაისის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სულხან-საბას გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“-ს მშენებლობაზე გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 695 874 ლარი.
წინადადებების მიღება 9 მარტს დასრულდება .