ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში -1 , +4 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 – 23 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 23 – 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში შედარებით დათბება.
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მომდევნო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში კი - თოვლი. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდი: 24 ოქტომბერი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი...



