აშშ-ში აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველო NASA-მ გამოაქვეყნა „საშობაო ნაძვის ხის“ ფოტო, რომელიც ტელესკოპ „სპიტცერის“ მეშვეობით კოსმოსშია გადაღებული.
ფოტოზე ჩანს ვარსკვლავებისაგან შექმნილი ფიგურა, რომელსაც მეცნიერებმა „ფიფქი“ უწოდეს.
NASA-ს ცნობით, ფოტოზე ახალი დაბადებული ვარსკვლავებია. ვარსკვლავები ადგილს 100 ათასი წლის შემდეგ შეიცვლიან და „ფიფქიც“ მხოლოდ ამის შემდეგ დაიშლება.