ხაშურში დაჭრილი 25 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
საავადმყოფოს დირექტორის, კახა ხელაძის განცხადებით, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ის უკვე გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში, შემდგომი მკურნალობის მიზნით.
25 წლის გოგო გუშინ, საკუთარ სახლში ქურდმა ე.წ. სპიცით დაჭრა და გაიქცა. მეზობლების განცხადებით, მძარცველმა ძვირფასეულობა წაიღო.