წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან ერთად, წელს 20 783 000 ლარი შედაგინა. მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განმარტებით კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან 4 173 000 ლარი მიიღო , მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი ემატება . შედეგად წყალტუბოში 9 მსხვილი პროეტის განხორციელბაა დაგეგმილი. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას იგი წელს 1 400 900 ლარით დაფინანსდება. ბიუჯეტის ძირითად ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მერმა ისეთ საკითხებზეც ისაუბრა როგორიცაა: ნამახვან ჰესის მშენებლობა, წყალტუბოს გენგეგმის შემუშავება და დევნილების საკითხი.
23 ოქტომბეს ქუთაისში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ
23 ოქტომბეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. შეხვედრები საიას ოფისში, მერაბ კოსტავას 11 ნომერში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები...









