სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი ყველაზე პატარა კოვიდ დადებით ჩვილზე, რომელიც 2 კვირაა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მეგა ტვ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი , საკმაოდ მძიმე პაციენტი ( 2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი … გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება
ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე , არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში
გისურვებთ ჯანმრთელობას..
ირაკლი კვეკვესკირი..
PS:
..#ღნერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ საქართველოს თეთრხალათიანებო..”