LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

როგორია საშობაო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

დაპოსტა 2023/01/06-ში
A A
301
ნახვა
გაზიარება

შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, თუმცა, ახალ წელს უფრო გრანდიოზულად, ხოლო შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ.

 

ამ დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. საუკუნეების განმავლობაში, ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია – მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი. მოგვიანებით, მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული.

 

საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ.

 

იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში – საცივი, სამეგრელოში – ელარჯი და ღომი, მესხეთში – თუთის ბექმეზითა და დათლილი ნიგვზით მომზადებული გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობდნენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუვრიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ცომის მოზელა მთელ რიტუალს წარმოადგენს და მთელი დღე ეთმობა მის სამზადისს. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ. საახალწლოდ ქადებს მესხეთ-ჯავახეთშიც აცხობენ, ოღონდ, ნახევრადფენოვანი ცომით: საფუვრიან პურის ცომს კარაქს წაუსვამენ, რამდენჯერმე კეცავენ და აბრტყელებენ.

 

ფშავში და ხევსურეთში არ არსებობს შობა-ახალი წელი ხინკლის გარეშე. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული (საერთოდ, ეს ტრადიცია მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.). საახალწლო კვერი ცხვება ასევე მეკვლისთვის. ქართლში კვერებს ურიგდებათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე შინაურ ცხოველებს. ადრე ასეთი ტრადიციაც იყო – ხონჩაზე დადებულ მოხარშულ ღორის თავს შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.

სვანეთში შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ეს უკანასკნელი ხაჭაპურის განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ყველთან ერთად ერეოდა დაფქული კანაფის თესლი, რომელიც ფეტვად მიაჩნდათ. ახლა კანაფის თესლის ნაცვლად ფეტვს გამოიყენებენ. ამზადებენ გადაზელილ ყველს, ჭვიშტარს. სვანურ საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია ხორცეულს. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს. ღორს ისე დაკლავენ, რომ სისხლი არ დაიკარგოს. ნაწლავებს კარგად გარეცხავენ, წვრილ ნაწლავებს კეპავენ, სისხლს გადაწურავენ, აურევენ სანელებლებს, მოხარშავენ და ამ გულსართით გამოტენიან მსხვილ ნაწლავებს.

 

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ჯამით ხორბალი.

 

გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.

 

დასავლეთ საქართველოში ცნობილია ჩიჩილაკის დადგმის ტრადიცია. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ მას თხილის ტოტებისგან თლიან. არის ასეთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა, შესაბამისად, ამიტომ თლიდნენ ჩიჩილაკს თხილის ხისგან და ზედ ჩამოკიდებული სხვადასხვა ხილი და ტკბილეულიც ბარაქისა და ულევი სიტკბოების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ჩიჩილაკს სხვანაირად ,,ბასილას წვერს” ეძახიან. იგი წმინდა ბასილ დიდის სახელს უკავშირდება. ნათლისღების წინა დღეს ჩიჩილაკს ცეცხლზე წვავდნენ.

 

თბილისში, ჩამოსულმა გერმანელებმა შემოიტანეს საშობაო ნიგვზიანი რულეტისა და მიხაკ-დარიჩინიანი თაფლა-კვერების მომზადების კულტურა. სადღესასწაულოდ მაგიდას აფარებდნენ გახამებულ თეთრ ტილოს სუფრას. ყველაზე მიღებული იყო თეთრი ფერის ფაიფურის ჭურჭელი.

ევროპული გავლენით თბილისურ ოჯახებში დიასახლისებმა დაიწყეს საშობაო სასმელის მომზადება, რომლის თადარიგსაც მაისიდან იწყებენ და საშობაოდ მიირთმევენ. იგი წარმოადგენს სეზონის მიხედვით შაქრის, კენკრისა და ხილის დასპირტულ ნაყენს. ძირითადად მის შემადგენლობაში შედის მარწვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ატამი, გარგარი და სხვა. კენკრის სასმელს არ ურევენ ციტრუსს. ციტრურისგან ცალკე ყენდება საშობაო ლიქიორი. პირველი უფრო მუქი ფერისაა, ხოლო მეორე – ღია ფერის. ციტრუსის ნაყენის შემთხვევაში არ შეიძლება მუქი ფერის ხილის დამატება, რადგან ციტრუსის არომატულ თაიგულს ცვლის და ამასთან აფუჭებს მის ფერს.

Primetime.ge

გაზიარება120

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ოდენობით წამყვან 20-ეულშია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI
მთავარი

EUAA-ს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ტოპ 20-ში (მე-17 ადგილი) მოხვდა. 🇬🇪 2025 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15 295 მოქალაქემ მოითხოვა 🔹 დადებითი გადაწყვეტილება უკიდურესად დაბალია...

დაწვრილებითDetails

რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ
მთავარი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს. “მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა...

დაწვრილებითDetails

ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
მთავარი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 37–კმ 56 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ანანურთან მდებარეობს. ტექნიკური დავალების მიხედვით, რეაბილიტაცია 19.4 კმ სიგრძის...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გამომუშავება 15.8%-ით გაიზარდა – როგორია ღირებულება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 15.8%-ით, მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. უფრო კონკრეტულად, პუბლიკაციის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 995 გვტ....

დაწვრილებითDetails

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ავტომობილების იმპორტის ნაწილში არ იქნება...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი ისევ გაიზარდა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 727 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15,...

დაწვრილებითDetails

97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
მთავარი

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია და სასულიერო პირები ავრცელებენ. 97 წლია პატრიარქის გარდაცვალების შესახებ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემაც. დღეს ჩემს გულში, როგორც...

დაწვრილებითDetails

ერთჯერადი დახმარების თანხა ჩაგვერიცხა, ნივთების გამოტანა გვინდა, მაგრამ ისევ უარი გვითხრეს – მარიამ ბეროძე

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სახლში შესვლის ნებართვა ვითხოვეთ, სანამ დგას და სანამ დაინგრევა, ნივთების გამოტანა გვინდა, მაგრამ ისევ უარი გვითხრეს. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად დაზარალებული მარიამ ბეროძე წერს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"