Google-ის და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევითი დაწესებულების – Janelia Research Campus-ის მეცნიერებმა ცხოველის მაგალითზე, ტვინის სტრუქტურული კავშირის სქემის მაღალი რეზოლუციის 3D გამოსახულება შექმნეს. გამოსახულებაში ჩანს 20 მილიონი სინაფსის კავშირი 25,000 ნეირონთან. კონკრეტულად ეს გამოსახულება ბუზის ტვინის ვიზუალიზაციაა.
ტვინში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების საჩვენებლად, დეტალური ვიზუალიზაციის ტექნიკებია გამოყენებული. კონკრეტული 3D ვიზუალიზაცია მწერის ტვინის ერთ მესამედს ფარავს. მსგავსი სტრუქტრული რუკები Connectomics-ის სახელით არის ცნობილი. ტვინის 3D გამოსახულებას სამეცნიერო წრეებში განსხვავებული რეპუტაცია აქვს. მომხრეები მიიჩნევენ, რომ ტვინის ფიზიკური სურათი ყველაზე ამოუცნობი ორგანოს ქცევასებთან გარკვეული ურთიერთკავშირის პოვნას უწყობს ხელს, ამ კავშირის მიგნება კი, ნეორომეცნიერებისათვის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.