ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2021-თვის იდეების მიღება დაიწო. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და თქვენი იდეების დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ ვებ-პლატფორმაზე
ideakutaisi.geიდეების მიღება დღეს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს წარმოადგინონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები. 2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ჯამური ფონდი შეადგენს 100 000 ლარს. ცალკეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. პროექტის ზედამხედველობას ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების კომისია. კომისია შედგება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისგან.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების კონკურსი ქუთაისში პირველად 2019 წელს ჩატარდა.