ლუგარის ლაბორატორიის ფინანსური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ნამიჭეიშვილის თქმით, ლაბორატორიაში “რაღაც რიგი პროექტები დაპაუზდა დროებით”, თუმცა დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.
“რაღაც რიგი პროექტები დაპაუზდა დროებით.
დეტალები არ ვიცი, მე ვიცი, რომ რაღაც პროექტებს შეეხო, რასაც შეეხება მოვა ჩემამდეც და გავიგებ და მეცოდინება.
რა პერიოდით დაპაუზდა, რომელი პროექტი დაპაუზდა, მიმდინარეზე საუბარი თუ ახალ პროექტზე საუბარი, ეს დეტალები არ ვიცი. გადახედვის ეტაპზე არის და შეჩერებულია, დაპაუზებულია, მაგრამ რა არის დაპაუზებული, ამასაც ვერ გეტყვით. რას ნიშნავს პროექტის დაპაუზება ამის განმარტება ჩემთვის ახალია და ვერ გეტყვით”. – უთხრა TV პირველს ნამიჭეიშვილმა.