„რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება! როგორც არ უნდა იძახონ ზოგიერთებმა მანტრასავით – ,,არ იქნება, არ იქნება“ – ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება. საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად არა აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად და რამდენად არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას – ეკონომიკური იქნება ეს, პანდემიერი იქნება, თუ კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა. ამიტომ როდესაც შენ არ შეგწევს ძალა, ნორმალურად მართო ქვეყანა, ლოგიკურია, რომ რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.