გიორგი ბერაია, რომელიც ქუთაისში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა სიცოცხლისთვის იბრძვის. მას პირველი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება და მისი მეგობრები საზოგადოებას დახმარებას თხოვენ.
“აუცილებლად გვჭირდება სისხლის დონორი პირველი დადებითი ვისაც კი გაქვთ ძალიან გთხოვთ არ დაინანოთ და არ დაიზაროთ” – წერენ ინტერნეტ სივრცეში.
ახალგაზრდა მამაკააცის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 598 45 98 89 (მიშკა). ან 595 533 880
გიორგი ბერაია 24 ნოემბერს, ქუთაისში მომხდარი ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 24 ნეომბერს, რუსთაველის გამზირზე დედაენის ძეგლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფომ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.