ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა რევოლუციური გარღვევაც კი მოახდინოს.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან.
მონოკლონური ანტისხეულები, რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.
კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.