“ამ წლისთვის რეგოინალური განვითარების ფონდიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იქნა მოზიდული” – ამის სახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ 2020 წლის ბიუჯერთან და პროექტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“პირველ რიგში, მინდა შევეხო 2020 წლის ბიუჯეტს, ამ წლისთვის რეგოინალური განვითარების ფონდიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იქნა მოზიდული, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები ათვისებულ იქნეს სრულად და ეფექტიანად, ამ მხრივ გვაქვს პოზიტიური ძვრები, იანვრის თვეში რამდენიმე ტენდერი, მათ შორის, ტენდერი მე-4 პოლიკლინიკის რეაბილიტაციისთვის, უკვე გამოცხადებულია.
ჩვენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ვფიქრობ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, როგორც დაგეგმილი პროექტების მონიტორინგის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით.
აქვე, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდანაც იყოს აქტიური პოზიციონირება მიმდინარე პროექტებთან დაკავშორებით, როგორც საზოგადოების ინფორმირებულობის და ასევე ჩართულობის ნაწილში და აქტიურად გამოიყენენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. მინდა წარმატებები ვუსურვო ხელისუფლების აღმასრულებელ რგოლს 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექების განხორციელებაში. ვფიქრობ, ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფრსტუქტურას და საცხოვრებელ გარემოს ჩვენს ქალაქში.” – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.