,,კანონი მითხარით, რის საფუძველზე კრძალავთ არავაქცინირებული ადამიანებისთვის მუშაობის უფლებას ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო არაა?
რატომ არ არის ვაქცინაცია სავალდებულო, თუ ამის აუცილებლობაა?
თუ აუცილებლობა არაა, საფუძველი მითხარით კანონიერი აკრძალვის!
სახალხო დამცველმა ყველა აუცრელი ადამიანი წინასწარ გააფრთხილა, რომ მისი იმედი არ ჰქონდეთ!
მეორე – აუცრელმა თავისი ფულით ჩაიტაროს ტესტირებაო!
ვის ბაძავთ?
გერმანიამ მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი აცრა და ხალხს არ ხოცავს!
კი, დახოცვა ქვია, 1 პროცენტიდან 1,3 ზემოთ რომ მიგდის სიკვდილობა და მიზეზს ვერ ადგენ!
იაგო ფრანგიშვილმა გკითხათ, მართლა გგონიათ, აცრილებს არ სჭირდებათ ტესტირებაო?:))
მართლა გგონიათ, რომ თქვენი აცრილი თანამშრომელი არ უნდა დატესტოთ?
და რა პრინციპით უნდა დაიტესტოს თავისი ფულით აუცრელი?
გგონიათ მხოლოდ მას სჭირდება ტესტირება და აცრილს არა?
მაგიტომ გაქვთ ამდენი ახალი შემთხვევა, მართვა რომ არ იცით!
სახალხო დამცველმა გარდაცვლილი ექთნის საქმე მოიკითხოს ჯერ, გარდაცვლილი მართას საქმე!
სახალხო დამცველმა ისიც მოიკითხოს, რატომ ეხმარება ადამიანებს რეგისტრაციში? იმიტომ ხომ არა, რომ ჯანდაცვა ვერ აბამს თავს?
ვაქცინები გვიან შემოიტანეს, პანდემიის პიკის დროს ცრიან ხალხს და კიდევ ხალხის ბრალია ინფიცირების მაღალი რიცხვი?
რეგიონებში ინფორმაცია არა, აცრის ბრიგადები არა, ტრანსპორტი მათთვის არა, ხალხი პირდაპირ ჯანდაცვის გვერდზე წერს, ჩვენ ქალაქებში დოზები არაა და სად წავიდეთო!
თქვენ ხალხს ებრძოლეთ, ხო!
ხალხს ებრძოლეთ და არა კორუფციაში ჩაფლულ ჯანდაცვას, არა კორუმპირებულ ექიმ-ჩინოვნიკებს!
ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, უამრავი ფულია გამოყოფილი ვაქცინის პროპაგანდისთვის – სად წავიდა, ვინ აიღო? სად ხედავთ სწორ პროპაგანდას?
აცრილი ვარ, თქვენი ჭირიმე და ნამდვილად არ მინდა თქვენი ლატარია, გაიკეთეთ ერთ ადგილას, თუ ჩემმა მეზობელმა, რომლისთვისაც დღემდე არავის აუხსნია, ისიც კი, რა ვაქცინებია ქვეყანაში, უნდა იშიმშილოს!
ჩემთვის ეგაა ყველაზე დიდი სიბნელე, ხალხს გადააბრალო მთავრობის დანაშაული და კანონგარეშე გადაწყვეტილებები მიიღო!” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.