კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კატების და მტრედების მასობრივი განადგურების ბრძანება გასცა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დარწმუნებულია, რომ კატებს და მტრედებს ვირუსის ჩინეთიდან შემოტანა შეუძლიათ. მისი მოსაზრება იმ ფაქტს ემყარება, რომ კატები თაგვებით იკვებებიან, ხოლო თაგვები შესაძლოა კორონავირუსის მატარებლები იყვნენ.
ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ყველა მოქალაქე არ ეთანხმება. მაგალითად, ქალაქ ხესანში ოჯახი 20 დღის განმავლობაში იზოლატორში მოათავსეს იმის გამო, რომ მათ შინაური კატა მოსაკლავად ვერ გაიმეტეს.
ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის ინფექცია არ გამოვლენილა, თუმცა ვირუსის შესაძლო გამოვლენის გამო ამ დრომდე დახვრეტილია 5 ადამიანი.
წყარო : www.mirror.co.uk