სპეციალრი პენიტენციური სამსახურის ცნობით, N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს.
უწყების განმარტებით, ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
“სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.