LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა რეგულაიცები ამოქმედდება 2020 წელს

რა ცვლილებები და რეგულაციები ამოქმედდება 1 იანვრიდან საქართველოში

დაპოსტა 2020/12/31-ში
A A
983
ნახვა
გაზიარება

ხვალიდან, 2021 წლიდან ქვეყანაში სხვადასხვა ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება.

მათ შორის, ძალაში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესდა.

კერძოდ, უკვე 3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ( საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე). ამასთან, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები – უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება. ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებსა და რეგულაციებს, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რამდენიმე სიახლეს, რომელიც ქვეყანაში მომავალ 2021 წელს უნდა ამოქმედდეს:

გაზრდილი ტარიფები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.

მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.

1-ლი იანვრიდან იზრდება პენსიები

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები გაიზრდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

ხვალიდან მოქალაქეები ქვეყნიდან გამგზავრებამდე შემოწმდებიან

1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე შეამოწმებენ. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით.

ახალი მოთხოვნები კლინიკებისთვის

2021 წლის 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

რეგულაციები სათამაშოების იმპორტიორებისთვის

მომავალი, 2021 წლიდან დაგეგმილია ახალი რეგულაციის ამოქმედება სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დარეგულირდება. წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება

2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება. შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. ამასთან, უკვე ხვალიდან შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლება.

bpn.ge

გაზიარება393

დაკავშირებული -პოსტები

მარნეულში საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეულში, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება
მთავარი

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა. მინისტრმა განათლების სისტემის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს მომავალში უღალატებენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

უახლოეს მომავალში, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს შეიძლება ახლო წრესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეხვდეს. მთავარია, იპოვო ძალა, რომ წინ წახვიდე. კიბო ღალატმა შეიძლება განსაკუთრებით ღრმად გატკინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენთან ახლოს...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია სიურპრიზები და მატერიალური ბონუსები – იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

სამშაბათი, 6 მაისი განსაკუთრებით ემოციური დღეა. ნუ მოექცევით გრძნობების გავლენის ქვეშ. შესაძლოა სენტიმენტებმა გავლენა იქონიოს სიყვარულზე, საქმეზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. ემოციური გაწონასწორება გადაგარჩენთ გაუგებრობებისგან. ოთხშაბათი, 7 მაისი იდეალური დღეა შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის,...

დაწვრილებითDetails

როგორი ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეს ზაფხული აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ისინი მიხვდებიან, რომ საბოლოოდ იპოვეს ბედნიერება, მათი ცხოვრება სიხარულით იქნება სავსე და ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება. კირჩხიბი ეს ზაფხული მოგცემთ იმას,...

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება მაისის თვე იღბლიანი – პროგნოზი 12 ნიშნისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 2025 წლის მაისისთვის – ვის გაუღიმებს იღბალი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად. ეს პროგნოზი ეფუძნება პლანეტარულ განლაგებებს, განსაკუთრებით ვენერას, იუპიტერსა და მერკურის ასპექტებს: ვერძი იღბლიანი: ✔️მაისი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ კარიერაში...

დაწვრილებითDetails

“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა
მთავარი

ქუთაისში, ბუხაიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მიმდებარედ, ასაკოვან ქალბატონს დაეკარგა თანხა, ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფში "სიახლე ქუთაისში" წერს Maggie Koghuashvili მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, რომელთაც კიდევ შერჩათ სიკეთის, გულიხსმიერების და სხვების...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისის აია არენაზე რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება....

დაწვრილებითDetails

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"