„პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე)“,- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
„კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდია არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ.
ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან.
აიცერით, სანამ დროა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.