რუსეთი, უკრაინაში დაწყებულ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ განიხილავს – ამის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა, უკრაინის საკითხზე ამერიკის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება. მან ამ კონტექსტში განაცალკევა რუსეთის არსებობის საფრთხე და მისივე თქმით, ე.წ სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.
პესკოვმა პუტინზე გაკეთებული განცხადებისთვის ჯო ბაიდენი გააკრიტიკა, აშშ-ს პრეზიდენტის მოსაზრებას კი საგანგაშო და მიუღებელი უწოდა.
“ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინაში ჩვენი სპეცოპერაციის ყველა მიზანი შესრულდება.
მაგრამ ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არის. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ მხოლოდ სახელმწიფოს არსებობის საფრთხის დროს შეგვიძლია და გამოვიყენებთ ბირთვული იარაღს ჩვენი ქვეყნის არსებობის საფრთხის აღმოსაფხვრელად.
მოდით ეს ორი რამ განვაცალკევოთ – ვგულისხმობ სახელმწიფოს არსებობის საფრთხესა და უკრაინაში “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”. მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.
მაგრამ, ამავდროულად, თუ გახსოვთ პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მან 24 თებერვალს ოპერაციის ბრძანება გასცა, მის განცხადებაში იყო ნაწილები, რომელშიც აფრთხილებდა სხვადასხვა სახელმწიფოს, არ ჩაერიონ უკრაინასა და რუსეთს შორის საქმეებში ამ ოპერაციის დროს.
ის ძალიან მკაცრი იყო თავის გაფრთხილებაში. ვფიქრობ, რომ ყველას ესმის, რასაც გულისხმობდა,”- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.