„რა შეიძლება ქუთაისში ნახოთ“ – ამ სათაურით სტატიას ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ აქვეყნებს, რომელიც ნოემბერის თვეში ქართულ ბაზარზე შემოდის. მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქუთაისის ღირსშესანიშნაობების შესახებ. კერძოდ ქუთაისში მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალშია:
ბაგრატის ტაძარი
სათაფლიის ნაკრძალი
გელათის მონასტერი
პრომეთეს მღვიმე
ქალაქის ცენტრალური ბაზარი
ავიაკომპანია „რაინეარი“ პირველ ეტაპზე ქუთაისიდან მარსელსა და ბოლონიაში იფრენს.