LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

რა შეიცვალა I ივლისიდან ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის

დაპოსტა 2021/07/01-ში
A A
36
ნახვა
გაზიარება

“1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის ევროკავშირის ძირითადი რეგულაციებიდან და აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. თუ ელექტროენერგიას აქამდე გვაწვდიდა თბილისში „თელასი“ და რეგიონებში „ენერგო-პრო“, 1-ლი ივლისიდან, ეს ასე აღარ იქნება. ისინი დარჩებიან როგორც ქსელის მესაკუთრეები, ანუ კომპანიები, რომლებმაც უნდა მოუარონ, სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და ა.შ. და ამისთვის მათ ჩვენს მიერ, ანუ მარეგულირებელი კომისიის მიერ, განსაზღვრული აქვთ მოვლა-პატრონობის ტარიფი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას, ამას განახორციელებენ სხვა კომპანიები. ეს კომპანიები სულ ახლახანს დაასახელა საქართველოს მთავრობამ, თბილისში ეს იქნება კომპანია „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში „ეპ ჯორჯია“.

როცა დადგება 30 ივნისი, თქვენს მიერ მიწოდებულ ჩვენებაზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს „თელასის“და „ენერგო-პროსთვის“, ხოლო 1-ლი ივლისიდან უკვე ახალი კომპანიისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მრიცხველების წაკითხვა არის ბლოკური და თვეში ერთხელ ხდება ამოწერა, ზოგი 2 რიცხვში, ზოგი – 5-ში და ა.შ. ორი მეთოდია შემოთავაზებული. პირველი, თუ მომხმარებელს სურს, რომ თვითონ ზუსტად გამიჯნოს რამდენი გადაუხადოს „თელასს“ და რამდენი ახალ კომპანიას, მას ამის საშუალება აქვს, რომ თავად ამოიწეროს ჩვენება და გააგზავნოს მონაცემი. ამას ინტერნეტი არ სჭირდება, პირდაპირ იგზავნება სმს-ის საშუალებით. ხოლო, მომხმარებელი, რომელსც დაეზარება, არ სურს, ან არ უნდა საქმე გაირთულოს, ამისთვის „სემეკის“ სპეციალური რეგულაცია არსებობს, რომლის მიხედვითაც, ავტომატურად გაიყოფა დღეები პროპორციულად და ერთი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდება „თელასში“ და „ენერგო-პროში“, ხოლო მეორე ნაწილის – ახალ კომპანიაში.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლისთვის არაფერი არ რთულდება, ტარიფი არ იცვლება, არც ფინანსურად არაფერი მძიმდება. უბრალოდ, ხდება ერთი მიმწოდებელი კომპანიის მეორეთი ჩანაცვლება. მერე უკვე, როგორც ყოველთვიურად, თავის დროზე კითხულობდნენ მრიცხველებს, ისევ მოვლენ, ოღონდ, ახალი კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენებას ამოიწერენ “,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები
მთავარი

ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა. "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა დღეს ხაშურის სიახლოვეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებას აპირებდა და სათადარიგო ზოლში მდგარ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებული დეესკალაციის ოთახიდან საკანშია გადაყვანილი. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის განცხადება, რომ გიორგი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად – 7 ჯადოსნური ნივთი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
თუ დასაქმებას ან დიდ მოგებას გპირდებიან, ეს უნდა იცოდეთ
მთავარი

ბევრი ადამიანი ცდილობს გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ხშირად ყველას არ უმართლებს - ხანდახან ისე ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა ფინანსების მოსაზიდად, ფუჭია. რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად: - ძველი, იშვიათი...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს: „დეპრესია სიზარმაცე არ არის, შფოთვა კი-სისუსტე! „თავი ხელში აიყვანე“, "რა გაქვს სანერვიულო?“, "ადექი და რამე გააკეთე“, "ყველაფერი შენს ხელშია“ -რამდენჯერ გვსმენია ეს ფრაზები ადამიანების მიმართ,...

დაწვრილებითDetails

დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
დიდი შეურაცხყოფაა, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე – 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე - ამაზე დიდი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი, მითხარით?- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულსა და წყალტუბოში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ხარაგაულსა და წყალტუბოში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს. 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ....

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე იმერეთში დააკავეს და თბილისში ახლა გადმოჰყავთ – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფილაური აცხადებს, ჩუბინიძეს ბრალს სავარაუდოდ,...

დაწვრილებითDetails

არჩილ გორდულაძემ “შეურაცხყოფად” ჩათვალა გვარამიას შეფასება, რომ “კატასტროფაა” ის, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
არჩილ გორდულაძემ “შეურაცხყოფად” ჩათვალა გვარამიას შეფასება, რომ “კატასტროფაა” ის, რასაც “ქართული ოცნება” სარჩელში წერს
მთავარი

ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ "კატასტროფაა", რასაც "ქართული ოცნება" სარჩელში წერს, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორების გაღიზიანება მოჰყვა. არჩილ გორდულაძემ მოსამართლეთა კოლეგიის ხელმძღვანელს მიმართა, რომ ამით გამომსვლელი მათ "შეურაცხყოფას" აყენებს. სიტყვა „კატასტროფა“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"