ქუთაისი ახალი წლის შემობრძანებისათვის ემზადება. საახაწლო ღონისძიებები ქალაქში 17 დეკემბერს ანსამბლის ქართული ხმების კონცერტით გაიხსნა და 7 იანვარს ტრადიციული საშობაო მსვლელობით დაგვირგვინდება. სხვადასხვა სახის ღონისძიბებია დაგეგმილი უშუალოდ 31 დეკემბერს . ქალაქის ცენტრში აქტივობები დილიდან დაიწყება. 3-სა და 4 იანვარს კი მესხიშვილის თეატრში პატარებისათვის ვაჟა-ფშაველას „სათუგური“- დაიდგმება. სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევბითაა შეგეძლებელი .გაიცემა ნობათები. მოსაწვევის მიღება მერიაშია შესაძლებელი.
პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
ზესტაფონში ღვაწლმოსილი პედაგოგი, ვენერა ბოჭოიძე გარდაიცვალა . სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ზესტაფონის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ბოჭოიძე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან სიყვარულით, სიბრძნითა და ღირსებით განვლო საუკუნოვანი ცხოვრება...









