მსოფლიოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 938 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.26%-ით მატებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 80.95 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 4.44%-ით დაკლებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება მცირედით არის მომატებული. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 456 ლარია, 750-სინჯიანი – 342 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 267 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.69 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.83 ლარად არის შესაძლებელი.
წყარო: bpn










