ნესტოებში თმების არსებობა ბუნებრივია, როგორც სხეულის სხვა ნაწილებში.მაგრამ როგორც ფეხებზე, ინტიმურ ადგილებზე ან თუნდაც წარბების შემთხვევაში შეგვიძლია ისინი მოვიშოროთ სხვადასხვანაირი მეთოდებით, ნესტოების შემთხვევაში ასე მარავაფეროვანი მიდგომა არ შეგვიძლია.
თმა, რომელიც ცხვირში იზრდება, ჩვენი ეკოსისტემის ერთერთი მთავარი ნაწილია.ის გვიცავს ბაქტერიებისაგან, მტვერისგან, ინფექციებისა და სხვადასხვა სიბინძურისგან.ის გვინარჩუნებს ბუნებრივ სისველეს და გვიცავენ გამოშრობისგან(რაც საკმაოდ მტკივნეულია ხოლმე).
მათ, ვისაც ცხვირიდან თმის მოშორება სურთ, დასჭირდებათ პატარა მრგვალწვერიანი მაკრატელი ან სპეციალური მოწყობილობა ტრიმერი.
თმის ძირში მოჭრა არ შეიძლება, ეცადეთ, მოიჭრათ მხოლოდ ბოლოები, რომელიც ზედმეტია და უცხო თვალისთვის შესამჩნევი.წვეტიანი მაკრატლით ნუ გარისკავთ თმის შეჭრას, რადგან მცირე ნაკაწრიც კი შეიძლება ინფექციის გამომწვევი გახდეს და მკურნალობა არც თუ ისე იოლად გამოგივიდეთ.უკეთესი ვარიანტი კი რა თქმა უნდა ტრიმერია.ის აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალებაა ზედმეტი თმისგან გასათავისუფლებლად და შეგიძლიათ სხეულის სხვა ადგილებში თმის მოსაშორებლადაც გამოიყენოთ.