”რა ფეხბურთზე შეიძლება იყოს საუბარი , როცა 4 ან 5 გუნდი ვარჯიშობს ერთ მინდორზე” – ამის შესახებ ”მეგა ტვ”-ს გადაცემაში ”შუადღე ქუთაისში” ”ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თორნიკე შეყრილაძემ განაცხადა:
”პირველ რიგშია მისახედია აკადემია, ინფრასტრუქტურა,არის უამრავი სკოლა, ქუთაისის “ტორპედოს” ხომ დიდი სკოლა აქვს, თუმცა თანამედროვეს კი არადა საშუალოზე დაბალ დონეს ვერ აკმაყოფილებს. ბავშვებს გასახდელი არა აქვთ , ინვენტარი არა აქვთ, ფორმა არა აქვთ. კატასტროფაა. ძალიან მისასალმებელია და სასიამოვნოა რომ კეთდება აკადემიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში , მაგრამ ქუთაისშიც აუცილებლად უნდა იყოს აკადემია. იყო წინა ინვესტორისგან დაპირება, რომ ბაზა გაკეთდებოდა სასწაული , აკადემია და ფანშოპი, მაგრამ შეპირება შეპირებად დარჩა. ელემენტარული განათების დაყენება გვინდოდა ბაზაზე, მაგრამ ისიც ვერ მოხერხდა , რომ ბავშვბემა ოთხმა და ხუთმა გუნდმა ერთ მინდორზე არ ივარჯიშონ. ეს არის კატასტროფა, რა ფეხბურთზე შეიძლება იყოს საუბარი , როცა 4 ან 5 გუნდი ვარჯიშობს ერთ მინდორზე.” – განაცხადა “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თორნიკე შეყრილაძე.