როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულისთვის საჭიროა არსებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაცია, მესამე მხარის მიერ რესურსების გადაფასება და სერტიფიცირება.
„ბოლო პერიოდში შავის ზღვის აუზში განსაკუთრებით გააქტიურდა ნახშირწყალბადების ძებნა – ძიებითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია, როგორც კერძო საერთაშორისო, ასევე ეროვნული ნავთობკომპანიები. საქართველო განიხილავს, იყოს ამ პროცესის მონაწილე და საკუთარი რესურსების შესაფასებლად და ასათვისებლად მოიწვიოს საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე მაღალტექნოლოგიური ინვესტორები“, – განგვიცხადეს სააგენტოში.
გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ხელახალი ინტერპრეტაციის, რესურსების გადაფასებისა და სერტიფიცირებისთვის სააგენტო საკონსულტაციო კომპანიიის მომსახურების შეძენას აპირებს. მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული მომსახურებისთვის სააგენტოს 1.4 მილიონი ლარის გამოყოფა დაევალა.
„ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს დაგეგმილი აქვს განაგრძეთ კითხვა