დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, “მიუ” შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს.
“მიუ” შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა – ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე”, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში “მიუ” შტამი არ დაფიქსირებულა და ახლა ქვეყანაში პრობლემას შტამები “დელტა” და “დელტა +” წარმოადგენს.